ჩემ შესახებ

გამარჯობა, მე ლევან ვერძეული ვარ, აი, ის წვერიანი ბიჭი, გვერდის თავში რომ ხედავთ. ეს კი ჩემი პირადი ვებგვერდია. გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით, ვლაშქრობ და ამ თემებზე ვწერ ბლოგს. ვებგვერდი იმ მიზნით შევქმენი, რომ ჩემი რჩეული ფოტოსურათები მეჩვენებინა ხალხისთვის. ასევე, მსურს მეტი კონტაქტი მქონდეს აუდიტორიასთან და ამ მიზნით საიტი პერიოდულად განახლდება ახალი ბლოგებით, სტატიებით და ფოტოსურათებით. საიტზე მალე ამუშავდება ონლაინ მაღაზიაც, სადაც ჩემი ფოტოსურათები გაიყიდება.

თუ მაღაზიის ამუშავებას ვერ დაელოდებით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ კონტაქტის გვერდიდან.

მადლობა რომ მეწვიეთ და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ გიხილავთ ჩემს საიტზე!

ახალი ბლოგები