მოგესალმით ვებგვერდზე verdzeuli.ge (შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც “ვებგვერდი”). გთხოვთ გაეცნოთ ვებგვერდით სარგებლობის წესებს და პირობებს. ვებგვერდზე ყოფნით თქვენ (“მომხმარებელი”) ადასტურებთ, რომ ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ არ ისარგებლოთ ვებგვერდით.

საავტორო უფლებები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვერბალური და ვიზუალური მასალების (მათ შორის და არა მხოლოდ: ფოტო სურათები, გრაფიკული გამოსახულებები, ლოგოები, ვიდეო მასალა, სტატიები, ბლოგ პოსტები, ცხრილები, გრაფიკები) საავტორო უფლებები ეკუთვნის ლევან ვერძეულს, თუ სხვა რამ ნათლად არ არის მითითებული. დაუშვებელია ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების უნებართვო გამოყენება. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გადმოწეროთ, შეინახოთ ან გაავრცელოთ ვებგვერდის მასალები ვებგვერდის ადმინისტრაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. მასალების გამოყენების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

ვებგვერდი პატივს სცემს სხვის საავტორო უფლებებს და არ აქვეყნებს არანაირ მასალას ავტორის ნებართვის გარეშე. თუ თქვენ თვლით, რომ ვებგვერდზე დარღვეულია თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ვებგვერდის ადმინისტრაციას.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. მასალების შინაარსის გაცნობა არ არის შეზღუდული რაიმე კატეგორიის ადამიანისთვის და უსაფრთხოა თავისი შინაარსით და ვიზუალური ფორმით. ამავდროულად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალა წარმოადგენს მისი ავტორის შეხედულებას და არ უნდა იქნას მიღებული როგორც რეკომენდაცია. გამოქვეყნებული მასალები შესაძლოა აღწერდეს რისკის შემცველ ქმედებებს, რამაც შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას ან ქონებას. თუ ვებგვერდის რომელიმე მასალაში აღწერილ ან ნაჩვენებ ქმედებას განახორციელებთ, გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაიცვათ შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები.

მონაწილეობის მიღება განხილვაში

ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განხილვებში კომენტარის დატოვების სახით, სადაც ეს დაშვებულია და შესაძლებელია. კომენტარის დატოვებისას მომხმარებელმა უნდა დაიცვას ეთიკის ნორმები, არ გამოაქვეყნოს უხამსი, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული კომენტარი ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შინაარსის მქონე რაიმე ინფორმაცია. საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს წაშალოს ნებისმიერი მომხმარებლის კომენტარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუკი ის არ შეესაბამება ვებგვერდით სარგებლობის წესებს და პირობებს.

ვებგვერდის გამოწერა

ვებგვერდზე შესაძლებელია სიახლეების გამოწერა თქვენი ელ-ფოსტის მითითებით, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ შეტყობინება ვებგვერდზე ახალი მასალების გამოქვეყნების შესახებ. ვებგვერდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, რომ არ გამოგიგზავნოთ შეტყობინება ვებგვერდის ნებისმიერი ცვლილებისას. ამასთანავე, ვებგვერდის ადმინისტრაცია მიიღებს გონივრულ ზომებს, რომ არ დაუშვას თქვენი პირადი ინფორმაციის გავრცელება და სხვა პირზე/პირებზე გადაცემა თქვენთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე.

ცვლილებები

ვებგვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეცვალოს ვებგვერდის შინაარსი, გამოქვეყნებული მასალები და ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირების ან შეთანხმების გარეშე.