ბლოგი

ფოტოშოფია?

ქართულ სალაპარაკო ენაში დამკვიდრებულია რამდენიმე სიტყვა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ კომპანიის ან პროდუქტის დასახელება იყო, ახლა კი მნიშვნელობა დაიმატა ან სულაც ზმნის ფუნქციაც შეითავსა. მაგალითად ავიღოთ სიტყვა “დაქსეროქსება”. ქსეროქსი ასლის გადამღები აპარატების მწარმოებელი კომპანიის სახელია, თუმცა ჩვენს სალაპარაკო ენაში იგი, ზოგადად, ასლის გადაღების მნიშვნელობით იხმარება, ხშირად – ზმნადაც (დაქსეროქსება). ასევეა “პამპერსი”, “ბოტასი”, […]

Read More

2-დღიანი ლაშქრობა მთიულეთში

იშვიათად მივდივარ ლაშქრობაში გეგმის გარეშე, მაგრამ შაბათს დილით მეგობრები რომ შევიკრიბეთ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, საით და რამდენი ხნით წავიდოდით სალაშქროდ. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ დაუგეგმავ ლაშქრობებსაც ჰქონია თავისი ხიბლი! მე, ყოველი შემთხვევისთვის, ჩალაგებული მქონდა ყველაფერი 2-დღანი გასვლისთვის (კარავი, საძილე და სხვა საჭირო ნივთები) და GPS-ში მქონდა ჩაწერილი რამდენიმე მარშრუტი (მადლობა www.molashqre.ge -ს). […]

Read More

მაკრო ფოტოგრაფია

ფოტოგრაფიის მრავალ მიმდინარეობას შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჩამთრევი, ვგონებ, მაკრო ფოტოგრაფიაა. ალბათ ყველა ფოტოგრაფს, გამოცდილს თუ დამწყებს, ჩემი ჩათვლით, გარკვეულ ეტაპზე უცდია მაკროს გადაღება. ამის მიუხედავად, მაკროს იარლიყიანი სურათების უმეტესობა სინამდვილეში არ არის მაკრო და კლასიფიცირდება, როგორც “close-up”, ანუ ახლო მანძილზე გადაღებული სურათი გარკვეული ბოკეს ეფექტით. აბა რა არის მაკრო? რა […]

Read More

100 ათასი სინათლის წელიწადი ნახტომში

ეს ჩვენი სახლია და მისი გაზომვა კვადრატულ მეტრებში აზრს მოკლებულია. ჩვენი სახლი სიგრძეში 100 ათასი სინათლის წელიწადია, ჭერის სიმაღლე კი ათასი სინათლის წელიწადი. ჩვენი სახლი სიდიდით მეორეა სამეზობლოში. ჩვენთან ერთად აქ 200-დან 400 მილიარდამდე სხვა საცხოვრებელია. გვემატებიან და გვაკლდებიან და ამ პროცესს ჩვენ ჩვენი ფანჯრებიდან მშვიდად ვაკვირდებით. ირმის ნახტომი, ან რძიანი გზა, […]

Read More

ნაგავი ლაშქრობაში

სალაშქრო სეზონის დაწყებასთან ერთად ერთი აქტუალური და სამწუხარო თემა მინდა განვიხილო. ლაშქრობის პოპულარიზაციის თანმდევ პრობლემებზე ადრეც დავწერე, ახლა კი ერთ კონკრეტულ თემაზე  მინდა შევჩერდე – გარემოს დანაგვიანება. ცნობილი ამბავია, რომ ქართველს ბუნწიაღში ჭამა-სმა ყველაფერს ურჩევნია. ასევე ფაქტა, რომ ბუნწიაღიდან ნაგვის უკან წამოღება ბევრს ავიწყდება (ჩავთვალოთ, რომ ავიწყდება). უკეთეს შემთხვევაში პოლიეთილენს და სხვა […]

Read More

როგორ გადავიღე ირმის ნახტომის პანორამა

დღეს მოგიყვებით, თუ როგორ გადავიღე ირმის ნახტომის პანორამა, სადაც ჩვენი გალაქტიკა ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე სრულად ჩანს. უნდა აღინიშნოს, რომ ღამის პანორამული გადაღების პირველი მცდელობა მქონდა. რატომღაც აქამდე აზრად არ მომსვლია ასე გადაღება. არადა ირმის ნახტომის სრულად კადრში ჩატევა ფართოკუთხიანი ლინზების უმრავლესობით შეუძლებელია (რამდენიმე თევზის თვალს აქვს 180 გრადუსი ხედვის […]

Read More

მოგზაურობა შვეიცარიაში

როგორ წარმოგიდგენიათ მოგზაურობა შვეიცარიაში? ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ მაღალი მთები, ვრცელი ტბები, ლამაზი სახლები და დიდ ცურიანი ძროხები. თქვენ კი, ზურგჩანთა მოკიდებული დააბიჯებთ ხან პატარა და ლამაზ ქალაქებში, ხან კი ლაშქრობთ ალპებში. საღამოობით კი მიირთმევთ შვეიცარულ ყველს და ჭიქა ღვინოს ამატებთ ზემოდან. ჰო, მეც ასე წარმომედგინა, მაგრამ ამჯერად ჩემი მოგზაურობის მიზანი […]

Read More

[ენთუზიასტი] ფოტოგრაფის ცხოვრების ეტაპები

ბევრი ვიდეო და ინფოგრაფიკა მინახავს ფოტოგრაფის ცხოვრების ეტაპებზე, მაგრამ ყველას აკლდა რაღაც, რეალისტური და ჩვენს გარემოზე მორგებული. ეს პოსტი ჩემი ფოტოგრაფიული ავტობიოგრაფიასავითაა, თუმცა მგონია, უმეტესობა ენთუზიასთ ფოტოგრაფს ერთი გზა გვაქვს გავლილი და რაღაც საერთოდ აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენსა და ჩემს შორის. აი, ასე გამოიყურება ჩემნაირი ფოტოგრაფის ცხოვრება ეტაპებად:

Read More

სენსორის გაწმენდა მტვრისა და ცხიმისგან

ერთ-ერთ წინა პოსტში გიყვებოდით ციფრული ფოტოაპარატებისა და მტვრის მეგობრობაზე. ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ გავწმინდე ჩემი ანტიკვარი Nikon D100-ის სენსორი მტვრისა და ლაქებისგან. ეს აპარატი რამდენიმე თვის წინ შევიძინე adorama.com-ზე მეორადებში. თუ ნიკონის მოდელების ქრონოლოგია არ იცით, გეტყვით, რომ D100 2002 წელს გამოვიდა ბაზარზე და 2005 წლამდე იწარმოებოდა. შესაბამისად, კარგ […]

Read More